

შესაბამისი ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება მის ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. ინფორმაციას კორპორაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, სამი წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, 28 აპრილიდან 14 სექტემბრამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 21 აპრილამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“
„ნუნისის“ მფლობელმა ირმა დაუშვილმა ტურიზმის ეროვნული
პარლამენტმა დღეს, 28 ოქტომბერს საკანონმდებლო პაკეტი
„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის
გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება