დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

ამ ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.

ფორმების შეძენა შესაძლებელია როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტი საგანმანათლებლო რესურსცენტრშია განთავსებული (მისამართი: 9 აპრილის ქ. #15, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული).

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.