საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, „თეატრალური იმერეთი 2026“-ის განრიგს ამავე ფესტივალის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

წლევანდელ, მეჩვიდმეტე ფესტივალში, ტრადიციულად იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები მონაწილეობენ. ფესტივალზე სპექტაკლებს აჩვენებენ რუმინეთისა და ნიდერლანდებში დაფუძნებული საერთაშორისო დიასპორული თეატრები.

წელს სიახლეა ის, რომ სპექტაკლები ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის გარდა, მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპექტაკლს „ფოკუს-მოკუსი“ 29 ივნისს 17:00 საათზე გამართავს ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი კი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ძარცვა იტალიურად“ ლადო მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე წარსდგება 25 ივნისს 17:00 საათზე.

სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

„თეატრალური იმერეთი 2026“ 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.