

ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ამ ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალში წელსაც იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან.
„წელს სიახლეა, რომ სპექტაკლები მუნიციპალიტეტებში ჩატარდება, ნაცვლად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრისა, – ამბობს მაია პაქსაშვილი – ზოგიერთი მუნიციპალიტეტის თეატრი თავის სცენაზე ითამაშებს, ზოგი სხვა მუნიციპალიტეტს ეწვევა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, – ფესტივალი მთელ იმერეთს მოიცავს.
წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გვესტუმრება თეატრალური დასი რუმინეთიდან, ასევე ველოდებით ნიდერლანდებში მოქმედ საერთაშორისო ქართულ დიასპორულ თეატრს. ფესტივალზე სპექტაკლით „სესილია და ვერიკო“ მარჯანიშვილის თეატრი წარსდგება.
ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან თეატრმცოდნეები – ლელა ოჩიაური, ალექსანდრე სულამანიძე, ნერონ აბულაძე, რეჟისორი გიორგი თავაძე“.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი სპექტაკლების განრიგს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „ძარცვა იტალიურად“ წარსდგება.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება.
25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების
პირველ ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ამ ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, […]
ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
გასულ კვირას ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარე სკვერში მიწა ჩაიშალა და სკვერში