

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს შესთავაზებს. ამ თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე და დასის წევრები მუშაობენ სპექტაკლზე „ძარცვა იტალიურად“. სპექტაკლი ცნობილი დრამატურგის დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით იდგმება.
რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ გადაწყვიტა, რომ მაყურებელს ამჟამად ფარსი (კომედიის სახეობა) შესთავაზოს. სპექტაკლის პრემიერა ივნისში შედგება. სპექტაკლი ნაჩვენები იქნება იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე. ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ფარსი ხარაგაულის სახალხო თეატრს არასდროს დაუდგამს. ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს. რეჟისორი ამბობს, რომ სახასიათო როლები მსახიობებმა კარგად მოირგეს.
სპექტაკლის სიუჟეტი ასეთია, – მდიდარ ოჯახში შეიჭრება ქურდი, რომელიც ოჯახის მეპატრონის მოულოდნელი დაბრუნების გამო, იძულებულია ძველ საათში დაიმალოს. ის მოწმე ხდება სკანდალური პროცესების. აღმოჩნდება, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს მუდმივად ატყუებენ და ღალატობენ. ამ ქაოსში ქურდი ყველაზე გულწრფელი პერსონაჟი აღმოჩნდება.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, მაია ბერაძე, ლია ჭიპაშვილი, დავით ჭყოიძე. სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია ირინე ჩხეიძე, მხატვარი – გაიოზ შუბითიძე.
წარმატებას ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრის დასს და რეჟისორ ირინე ჩხეიძეს.
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა