

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში განისაზღვრა 5 144 900 ლარით.
ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტმა I კვარტალში მიიღო 3 438 600 ლარის შემოსულობები; შემოსულობების გეგმა შესრულებულია 66,8 %-ით. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 5 034 200 ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო (2025 წლის იანვარ-მარტში მიღებული გვქონდა 8 472 800 ლარი.). ეს გამოწვეულია გადასახადებიდან და გრანტებიდან მიღებული შემოსავლების კლებით.
ქონების გადასახადი – I კვარტალში დაგეგმილი არ ყოფილა, რადგან დაზუსტდა წლის დასაწყისში საქართველოს რკინიგზისა და სხვა გადამხდელების მიერ უკან წაღებული 1 573 900 ლარის გადასახადის გამო. I კვარტალში შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ უკან არის წაღებული 1 356 200 ლარი, ხოლო უცხოური კოპანიების – შპს „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფისა“ და „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაციის“ მიერ 241 200 ლარი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის I კვარტალში 2 086 500 ლარი გვქონდა მიღებული.
დამატებული ღირებულების გადასახადი შემოსულია 2 782 800 ლარი (დაგეგმილის 94,3%).
მათ შორის:
– მიზნობრივი ტრანსფერი მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 436 300 ლარი. აქედან, მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე 343 800 ლარი, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და არასრულწლოვანთა დახმარებაზე – 67 000 ლარი და სკოლების რეაბილიტაციაზე 25 500 ლარი;
– საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებულია 364 400 ლარი, ხოლო გეგმა 1 370 300 ლარით გვქონდა განსაზღვრული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, 2026 წლის I კვარტალში გადასახდელები დაგეგმილი იყო 9 190 900 ლარით; ფაქტობრივად დაფინანსებულია 6 235 100 ლარის ხარჯი (67,8%); გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2 506 400 ლარით ნაკლები. 2025 წლის I კვარტალში გაწეული იყო 8 741 500 ლარის ხარჯი. სხვაობა, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ გასული წლის I კვარტალში დაფინანსდა წინა 2024 წლიდან გადმოყოლილი გზების რეაბილიტაციის წინმსწრები პროექტები, რომელთა დაფინანსების თანხა გადმოვიდა ახალ, 2025 წელში. ხოლო უშუალოდ 2025 წლის წინმსწრები პროექტების დაფინანსება შესაძლებელი გახდა ისევ 2025 წლის ბოლო რიცხვებში.
კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან ათვისებულია 1 300 ლარი.
მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, მერის ბრძანებით, გამოყოფილია 27 700 ლარი, მათ შორის: 20 300 ლარი მიმართულია სოციალური დაცვაზე, აქედან:
– 6 300 ლარი სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარებაზე;
-9 000 ლარი ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, აქედან 3 000 ლარი მოხმარდა სტიქიიისაგან დაზარალებულ სოფელ ხემაღალში მცხოვრები მოქალაქეების დახმარებას. 5 000 ლარი გამოიყო შშმ ბავშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასამგზავრებლად; ხოლო 1 000 ლარი გამოიყო სათნოების სახლის ბენეფიციარი პირის დაკრძალვის ხარჯებისათვის.
– 5 000 ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება, უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფაზე.
– 7 400 ლარი მიიმართა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პატრიარქის დაკრძალვაზე დასაწრებად, მისთვის პატივის მიგების მიზნით სატრანსპორტო ხარჯების ასანაზღაურებლად.
საქ. მთავრობის 2025 წლის 30/07 N1207 განკარგულებით, 22 200 ლარი მოხმარდა მარელისის გზის მობეტონებასა და საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას.
მთავრობის 2026 წლის 16.01.N102 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 363 600 ლარით მოხდა უბისის, ქროლისა და ბაზალეთის ა/ერთეულში სოფელ წიფის საუბნო გზების რეაბილიტაცია.
გზების მიმდინარე შეკეთებაზე დახარჯულია 3 300 ლარი.
ხიდების, ბოგირების მშენებლობა, რეაბილიტაციაზე დაგეგმილი 68 600 ლარიდან გაწეულია 47 500 ლარი, აქედან მთავრობის N1207 განკარგულებით ხიდარში მოეწყო ხიდის მოაჯირი. მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით 43 000 ლარი მოხმარდა ისლარსა და უბისაში ხიდების მშენებლობას.
მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად დაგეგმილი 78 500 ლარიდან ფაქტობრივად ათვისებულია 43 500 ლარი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტისგან დაქირავებული მიკროავტობუსების რეისები სხვადასხვა მიმართულებებით; ასევე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად 10 400 ლარი.
წყლის სისტემის განვითარებაზე დაგეგმილი 43 000 ლარიდან ფაქტობრივად გაწეულია 6 300 ლარი. მათ შორის უშუალოდ სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად გახარჯულია 5 500 ლარი, ხოლო სანიაღვრე არხების მოწყობაზე – 900 ლარი.
გარე განათების პროგრამას მოხმარდა 131 500 ლარი; აქედან სუბსიდირებაზე დაგეგმილი 160 900 ლარიდან დახარჯულია 96 500 ლარი, ხოლო გარე განათების ახალი წერტილების მოწყობაზე 35 000 ლარი, – ვარძიაში სასოფლო გზაზე გარე განათების მოსაწყობად, სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში.
კეთილმოწყობაზე დაგეგმილი 120 300 ლარიდან ფაქტობრივად გახარჯულია 30 500 ლარი, პატარა ხარაგაულში არსებული სკვერის რეაბილიტაციაზე, ასევე სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამით დახარჯულია 4 900 ლარი – ელექტროგამანაწილებელ და ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების თანხა.
დასუფთავება და გარემოს დაცვაზე I კვარტალში დაგეგმილი 1 049 900 ლარიდან დახარჯულია 749 300 ლარი (71,4 %); მ/შ დასუფთავებისა და ნარჩენების გატანაზე დაგეგმილი 952 600 ლარიდან გაიხარჯა 669 600 ლარი; მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე დაგეგმილი 192 300 ლარიდან – 79 700; მიუსაფარი ცხოველების მოვლითი ღონისძიებები I კვარტალში არ დაფინანსებულა.
ზოგადი განათლების ხელშეწყობაზე (ბორის საჯარო სკოლის პანსიონური მომსახურება) გაწეულია 47 700 ლარის ხარჯი. სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობაზე (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი) დაგეგმილი 82 600 ლარიდან გაწეულია 73 900 ლარის ხარჯი.
კულტურის სფეროს განვითარებაზე დაგეგმილი 530 000 ლარიდან დახარჯულია 508 800 ლარი (95,9 %). აქედან: სახელოვნებო განათლების ხელშეწყობაზე დაიხარჯა 75 200 ლარი; კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ხელშეწყობაზე 423 800 ლარი; ფოლკლორის ხელშეწყობის დაფინანსებაზე 8 400 ლარი; კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაზე 1 400 ლარი; მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების პროგრამაზე 24 400 ლარი; რელიგიური ორგანიზაციების ხელშესაწყობად გადარიცხულია 30 000 ლარი; ახალგაზრდული პროგრამა I კვარტალში არ დაფინანსებულა. 5. ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფის პროგრამაზე I კვარტალში დაგეგმილი 987 600 ლარიდან დაიხარჯა 869 900 ლარი (დაფინანსებულია 88,1%-ით).
აქედან:
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე დაგეგმილი 84 600 ლარიდან დახარჯულია 78 600 ლარი; მ/შ – 46 900 ლარი მიზნობრივი ტრანსფერით, ხოლო 31 800 ლარი მუნიციპალიტეტის საკუთარი საბიუჯეტო სახსრებით.
– სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების ქვეპროგრამით ისარგებლა 276 ბენეფიციარმა და დაგეგმილი 156 300 ლარიდან ანგარიშსწორება მოხდენილია 153 200 ლარზე. აქედან 6 300 ლარი მიიმართა სარეზერვო ფონდიდან (გეგმა შესრულებულია 98,0 %-ით).
– შშმ პირთა დახმარების ქვეპროგრამა I კვარტალში განისაზღვრა 23 000 ლარით, ფაქტობრივად დაიხარჯა 18 500 ლარი (80,4%), ქვეპროგრამით ისარგებლა 71-მა ბენეფიციარმა.
– ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამით დაგეგმილი 279 000 ლარიდან ფაქტობრივად დახარჯულია 277 500 ლარი (99,5 %) და დაკმაყოფილდა მოქალაქეთა 925 განცხადება. სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 9 000 ლარი, აქედან 3 000 ლარი მოხმარდა სტიქიისაგან დაზარალებულ სოფელ ხემაღალში მცხოვრები მოქალაქეების დახმარებას. 5 000 ლარი გამოიყო შშმ ბავშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასამგზავრებლად; ხოლო 1 000 ლარი გამოიყო სათნოების სახლის ბენეფიციარი პირის დაკრძალვის ხარჯებისათვის
– ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების დახმარება გეგმით განისაზღვრა 18 000 ლარით, ფაქტობრივად დაიხარჯა 9 700 ლარი; პროგრამაში ჩართულია 14 პირი.
– მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამაში I კვარტლის გეგმა განისაზღვრა 25 000 ლარით, დახარჯულია 20 500 ლარი (82,0%); დაკმაყოფილდა 49 განცხადება.
– მარტოხელა მშობლების დახმარების გეგმა განისაზღვრა 6 000 ლარით, დახარჯულია 5 200 ლარი (გეგმა შესრულებულია 86,3%-ით); ყოველთვიურად მოსარგებლეა 25 მარტოხელა მშობელი.
– მარჩენალდაკარგულთა დახმარების ქვეპროგრამაზე I კვარტალში დაიგეგმა 15 000 ლარი, ფაქტობრივად გაიხარჯა 12 000 ლარი. გეგმით გათვალისწინებული თანხა ათვისებულია 79,7%-ით. დაკმაყოფილდა 42 განცხადება.
– ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამით დაგეგმილი იყო 21 000 ლარი. ათვისებულია 19 600 ლარი. ქვეპროგრამით მოსარგებლეა 94 ბენეფიციარი.
– ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამაში 2026 წ. I კვარტალში ხარჯი არ გაწეულა.
– ხანდაზმულთა დახმარების ქვეპროგრამა I კვარტალში დაგეგმილი იყო 2 000 ლარით, ფაქტიურად დახარჯულია 2 000 ლარი. მოსარგებლეა მხოლოდ ერთი პირი.
– სადღესასწაულო დღეების დახმარების გეგმა იყო 6 000 ლარი, დახარჯულია 4 600 ლარი, სხვადასხვა სახის დახმარება გაიცა 5 პირზე.
– სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება დაგეგმილი იყო 5 000 ლარით, ფაქტიური ხარჯია – 1 800 ლარი; დაკმაყოფილდა 7 განცხადება.
– უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსური დახმარების გეგმა განისაზღვრა 20 000 ლარით. დახარჯულია 7 100 ლარი, ისარგებლა 18 ოჯახმა.
– ახალშობილთა ოჯახების დახმარების გეგმა განისაზღვრა 8 000 ლარით. დახარჯულია 4 900 ლარი (შესრულება 60,6%); ისარგებლა 20 ახალშობილის ოჯახმა.
– გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის დაკრძალვაზე ხარჯი არ გაწეულა.
– სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით დაგეგმილი 170 900 ლარიდან ათვისებულია 136 900 ლარი. აქედან 97 000 ლარი გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან და 39 900 ლარი – მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით. 2026 წ. I კვარტალში დახმარება გაიცა 55 მოქალაქეზე. აქედან, 24 ოჯახს ფულადი ფორმით გაეწია 115 900 ლარის დახმარება. უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფილია 31 მოქალაქე. სარეზერვო ფონდიდან ამ ქვეპროგრამაზე მიმართულია 5 000 ლარი.
– უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 191-მა ბენეფიციარმა და დაგეგმილი 89 500 ლარიდან ათვისებულია 78 200 ლარი (87,3 %).
– სოციალური დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა I კვარტალში დაგეგმილი 7 500 ლარიდან ხარჯები არ გაწეულა.
– გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამით დაგეგმილი 12 000 ლარი სრულად იქნა ათვისებული. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხილულია 14 საქმე.
– ომისა და სამხედრო ძალთა ვეტერანთა დახმარების ქვეპროგრამით გეგმა განისაზღვრა 8 000 ლარით. დაკმაყოფილდა 31 განცხადება და დაიხარჯა 8 000 ლარი სრულად.
– არასრულწლოვანთა დახმარების ქვეპროგრამის გეგმა განისაზღვრა 29 300 ლარით, დახარჯულია 19 800 ლარი; მათ შორის 4 800 ლარი არის მიზნობრივი ტრანსფერის და 15 000 ლარი მუნიციპალიტეტის საკუთარი საბიუჯეტო სახსრებით. ისარგებლა 14-მა ოჯახმა.
– პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამით დაგეგმილი 1 300 ლარი არ გაწეულა.
2026 წლის პირველი იანვრისათვის ა(ა)იპ-ებს ჯამში ერიცხებოდათ 28 400 ლარის საკუთარი შემოსავალის ნაშთი, I კვარტალში საკუთარი შემოსავალი მიღებული აქვთ მხოლოდ 2 000 ლარი; დახარჯული აქვთ 5 600 ლარი და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის ნაშთებში დარჩათ 24 800 ლარის საკუთარი შემოსავალი.
სულ 2026 წლის I კვარტალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული 6 235 100 ლარიდან არაფინანსური აქტივების ზრდაზე გაწეულია 1 047 600 ლარი და ყველა დანარჩენ ხარჯებზე 5 187 500 ლარი; მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე 839 300 ლარი; შტატგარეშე მომუშავეების ანაზღაურებაზე 274 700 ლარი; მივლინებებზე 2 400 ლარი; საოფისე ხარჯებზე 39 100 ლარი; წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურებაზე 1 700 ლარი; სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებაზე 439 100 ლარი; მუნიციპალიტეტისათვის სხვადასხვა სახის მომსახურეობის გაწევაზე 28 400 ლარი; სხვადასხვა სახის სუბსიდირებაზე 2 707 700 ლარი; საგრანტო მომსახურეობაზე 56 500 ლარი; სოციალურ უზრუნველყოფაზე 600 000 ლარი; სხვა ხარჯების, მათ შორის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე 198 500 ლარი.
დღეს, 4 მაისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი
3 მაისს – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღნიშნება. ამასთან დაკავშირებით,
დღეს, პირველ მაისს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის, –
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირისა და შვედეთის