

ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ბორითის საჯარო სკოლა შეემატა, – სკოლამ ცხრაწლიანი ავტორიზაცია მოიპოვა, მონიტორინგის გარეშე.
საავტორიზაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბორითის სკოლა აკმაყოფილებს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო სტანდარტებს.
სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე ამბობს, რომ მიღწეული წარმატება სასკოლო საზოგადოების – სკოლის ადმინისტრაციის, პედკოლექტივის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების შრომის შედეგია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან ავტორიზაცია 2023 წელს ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიამ, მარელისის, ვერტყვიჭალისა და კიცხის საჯარო სკოლებმა გაიარეს, 2024 წელს – ხარაგაულის №3 და ხევის საჯარო სკოლებმა, 2025 წელს – ხარაგაულის №2 საჯარო სკოლამ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, მომავალი სასწავლო წლისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან რომელ სკოლებს შეარჩევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ავტორიზაციის გასავლელად. მისივე ინფორმაციით, სკოლების ავტორიზაცია 2029 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ვულოცავთ ბორითის საჯარო სკოლას მიღწეულ წარმატებას!
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.