

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს. ამჯერად ფერმერი, ხელოვნური განაყოფიერების და ცხოველთა პროდუქტიულობის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორი საშიკო ხიჯაკაძე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადება ფასციოლოზის შესახებ საუბრობს.
ფასცილიოზით ავადდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა. დაავადებას იწვევს ღვიძლში მცხოვრები პარაზიტი ღვიძლის ჭია (Fasciola hepatica და Fasciola gigantica). დაავადება განსაკუთრებით ხშირია ტენიან და ჭაობიან ადგილებში, სადაც პარაზიტის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოა.
რა არის ფასციოლა – ფასციოლა ბრტყელი ჭიის ტიპის პარაზიტია, რომელიც ცხოველის ღვიძლსა და სანაღვლე გზებში ცხოვრობს. ზრდასრული პარაზიტი იკვებება სისხლითა და ღვიძლის ქსოვილით, რის შედეგადაც ვითარდება ორგანოს დაზიანება და ზოგადი ინტოქსიკაცია.
დაავადების გავრცელება – ფასციოლოზი, ძირითადად, ვრცელდება ჭაობიან საძოვრებზე, მდგარი წყლების სიახლოვეს, ტენიან ადგილებში, დაუშრობელ არხებთან და ნესტიან მდელოებზე.
პარაზიტის განვითარების ციკლში მონაწილეობს პატარა წყლის ლოკოკინა, რომელიც შუალედურ მასპინძელს წარმოადგენს. ცხოველი ინფიცირდება მაშინ, როდესაც ბალახთან ერთად ფასციოლას ლარვებს ყლაპავს.
განვითარების ციკლი
ამ დაავადების სიმპტომები დაავადების მწვავედ მიმდინარეობს დროს შემდეგია: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, სწრაფი გახდომა, სიყვითლე, ზოგჯერ უეცარი სიკვდილი.
ფასცილიოზის ქრონიკული ფორმა უფრო ხშირად გვხვდება მსხვილფეხა პირუტყვში. მისთვის დამახასიათებელია – წონის კლება, რძის შემცირება, ანემია, ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, შეშუპებები ყბის ქვეშ („ბოთლის ყბა“), ბეწვის უხარისხობა, საერთო გამოფიტვა.
ფასციოლოზი დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს ფერმერს, რადგან მცირდება პირუტყვის წონის მატება, იკლებს რძის პროდუქტიულობა, უარესდება გამრავლების მაჩვენებლები, იზრდება სხვა დაავადებების რისკი, დაკვლისას ღვიძლი ხშირად უვარგისი ხდება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის ციროზი და ცხოველი იღუპება.
დიაგნოზი დაისმება კლინიკური ნიშნების მიხედვით განავლის ლაბორატორიული გამოკვლევით, სისხლის ანალიზით, დაკვლისას ღვიძლის დათვალიერებით.
მკურნალობა – ფასციოლოზის წინააღმდეგ გამოიყენება ანტიპარაზიტული პრეპარატები – ტრიკლაბენდაზოლი, ალბენდაზოლი, კლოზანტელი, რაფოქსანიდი.
პრეპარატის შერჩევა და დოზირება აუცილებლად უნდა მოხდეს ვეტერინარის რეკომენდაციით, რადგან სხვადასხვა საშუალება სხვადასხვა ასაკის პარაზიტზე მოქმედებს.
ფასციოლოზის პრევენცია ეფუძნება საძოვრების მართვას, გეგმიურ დეგელმენტაციას და წყლის კონტროლს.
საძოვრების მართვა მოიცავს – ჭაობიან ადგილებში ძოვების თავიდან აცილებას, წყლის დაგუბების შემცირებას და საძოვრების მონაცვლეობას.
გეგმიური დეგელმენტაცია ნიშნავს გაზაფხულსა და შემოდგომაზე ცხოველის ანტიპარაზიტულ დამუშავებას, – განსაკუთრებით საძოვარზე გასვლამდე და დაბრუნების შემდეგ.
წყლის კონტროლისას მსხვილფეხა შინაურ პირუტყვს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ სუფთა სასმელი წყალი და უნდა შევუზღუდოთ ჭაობიანი წყლების გამოყენება.
გავლენა ადამიანზე – ფასციოლა ზოგჯერ ადამიანშიც შეიძლება განვითარდეს, თუ მოხდება დაბინძურებული წყლის ან მცენარეების მიღება. ამიტომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, ბოსტნეულის კარგად გარეცხვა. საეჭვო ხარისხის წყალი არ უნდა გამოვიყენოთ.
დასკვნა – ფასციოლოზი წარმოადგენს მნიშვნელოვან პარაზიტულ დაავადებას, რომელიც აზიანებს პირუტყვის ღვიძლს და იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს. დაავადების კონტროლისთვის აუცილებელია დროული პროფილაქტიკა, საძოვრების სწორი მართვა და გეგმიური დეგელმენტაცია. ფერმერის ყურადღება და ვეტერინარული კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და უზრუნველყოფს ცხოველების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას.
საშიკო ხიჯაკაძე
ხელოვნური განაყოფიერების და ცხოველთა პროდუქტიულობის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორი
ამავე თემაზე
ფერმერი გვირჩევს – როგორ დავძლიოთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესის გავლენა ცხოველებზე
საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია –
კვირას, 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად
დღეიდან, 22 ივნისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ბორითის საჯარო სკოლა შეემატა, – სკოლამ ცხრაწლიანი
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის,