

დღეიდან, 22 ივნისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება დაიწყო.
ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – მშობელმა.
31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა, ატესტატის მეხუთე სამუშაო დღეს მიღების საფასურია – 25 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 40 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 55 ლარი; განცხადების წარდგენის დღესვე – 65 ლარი.
მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან – my.gov.ge ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.
საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია –
კვირას, 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად
დღეიდან, 22 ივნისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება […]
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ბორითის საჯარო სკოლა შეემატა, – სკოლამ ცხრაწლიანი
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის,