
15 თებერვალს ბათუმში ორი არასრულწლოვანის ტრაგიკულად დაღუპვას ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ცოტა ხნის წინ, 2024 წელს, აშშ-ის შტატ მინესოტაში ორი იდენტური ტრაგედია მოხდა:
ივნისში აუტისტური სპექტრის მქონე 4 წლის ბავშვი დაიხრჩო სახლთან ახლოს მდებარე წყალსაცავში. ამ შემთხვევიდან მალევე, ოქტომბერში, ასევე სახლთან ახლოს წყალსაცავში იპოვეს აუტისტური სპექტრის მქონე კიდევ ერთი, 11 წლის ბავშვის ცხედარი.
ორივე შემთხვევა ბავშვების საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა, ორივეს აუტისტური სპექტრი ჰქონდა და ისინი სახლიდან შეუმჩნევლად გავიდნენ. ორივე ბავშვის ოჯახი სომალური წარმოშობის იყო. მინესოტაში მცხოვრები სომალური თემისთვის ეს უმძიმესი დარტყმა იყო.
დაიწყო მსჯელობა, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება ქალაქის/შტატის ღია წყლებში, როგორ შეიძლება სამომავლოდ აირიდონ მსგავსი შემთხვევები, როგორ დაიცვან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომლებსაც საფრთხის განცდის ნაკლებობა აქვთ და ა.შ.
ქალაქის მერიაში თქვეს, რომ იზიარებენ საზოგადოების წუხილებსა და საჭიროებებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, ამ საკითხზე საზოგადოებასთან ერთად იმუშავებენ.
საზოგადოებრივი ჯგუფები დაუყოვნებლივ მობილიზდნენ და 2 ძირითადი ინიციატივა წამოაყენეს:
ქალაქის/შტატის დონეზე ჯერ ეს ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე მიღებული არ არის, თუმცა კერძო კომპანიებმა, საქველმოქმედო ორგანიზაციებმა და სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უფასო ცურვის გაკვეთილების შეთავაზება უკვე დაიწყეს. ასევე გაძლიერდა ადვოკატირების კამპანია, რათა ხელისუფლება აიძულონ, ღია წყალსაცავებთან მოაწყოს ღობეები და დაცული შესასვლელები.
მოკლედ, ყველაფერი მოხდა, გარდა შემდეგისა:
აი ეს ხდება ამერიკაში, რომელიც მხოლოდ პოლიციის ძალადობის გასაპრავებლად გახსენდებათ.
წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, ის მინესოტელი ბავშვები მერიის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ორმოში რომ დახოცილიყვნენ. მინესოტას ნახავდით ლამაზად გადამწვარ-გადაბუგულს.“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
22 წლის წინ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა
მიმდინარე წლის 15 და 16 მარტს ხარაგაულისა
მეოთხე სასწავლო წელია, წყალაფორეთის საჯარო სკოლას