

29 სექტემბერს ხარაგაულში კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე თანაგუნდელებსა და ხარაგაულის ქუჩებში – ამომრჩევლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.
„ადამიანების დიდ უმრავლესობაზე, – ვისაც პირადად შევხვდი, – „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არ მოქმედებს. მათ ესმით, რომ სინამდვილეში არჩევანი არის ერთის მხრივ – „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რუსეთთან მარტოდმარტო დარჩენაში და მეორეს მხრივ – ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების არჩევაში.
ჩვენ ძალიან სწრაფად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთანავე, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე“, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი კოალიციას „ძლიერი საქართველო“ და რას გვპირდებიან ხარაგაულელებს, – ვიდეოჩანაწერით მოისმენთ.
P.S. წინასაარჩევნო პერიოდში „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ინტერვიუს ჩაწერს არჩევნებში მონაწილე ნებისმიერი პარტიის ლიდერთან, რომელიც ხარაგაულელ ამომრჩევლებს ესტუმრება.ამისათვის საჭიროა, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიების ხარაგაულის რაიონული საარჩევნო შტატების წარმომადგენლები წინასწარ დაგვიკავშირდეთ და თქვენი პარტიის ლიდერების ვიზიტის შესახებ შეგვატყობინოთ.
ამავე თემაზე
სად არის „ომის პარტია“ და როდის განახლდება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები
ამომრჩევლებზე დაშინების ტაქტიკა არ იმუშავებს – ანა ნაცვლიშვილი
პარტიებმა ერთმანეთი უნდა აკონტროლონ და დააბალანსონ, რომ არავის ჰქონდეს ჭარბი ძალაუფლება
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი