

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით სოფლის განვითარების სააგენტო ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებს.
ენერგოეფექტური ღუმელების შეძენით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ თანადაფინანსება. თანადაფინანსება შეადგენს ღუმელის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ის ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლების/მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
პროგრამა ითვალისწინებს ერთ შინამეურნეობაზე მხოლოდ ერთი ენერგოეფექტური ღუმელის თანადაფინანსებას, რასაც უნდა ადასტურებდეს ბენეფიციარი განაცხადის წარდგენისას.
პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება პროექტის „საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისათვის“ ფარგლებში.
სოფლის განვითარების სააგენტოს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლი, ბონდო კიკნაველიძე ამბობს, რომ მოსახლეობას ამ პროგრამის შესახებ ინფორმაციას სოფლებში შეხვედრების დროს აწვდიან, მაგრამ დაინტერესება ნაკლებადაა. მისივე თქმით, შესაძლოა, სოფლად მცხოვრებ ადამიანს თანადაფინანსების თანხა – 300 ლარი არ ჰქონდეს. თუმცა, ენერგოეფექტური ღუმელი შეშის მოხმარებას გაანახევრებს.
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: