

ჩუმათელეთი-ხევის ავტომაგისტრალთან (თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ) არსებული მეწყერსაშიში ფერდობის გამაგრებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის ღირებულება 63 908 792 ლარია.
რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ-ზე მეწყრული პროცესები 2023 წლის მარტში დაიწყო, რის გამოც საავტომობილო გზა რამდენიმე დღით ჩაიკეტა. შემდეგ კი მოქმედებდა გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაუქმდა.
ტენდერის თანახმად, პრეტენდენტებს წინადადების წარდგენის საშუალება 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე ექნებათ.
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იანი (ხევი-შორაპანი) მონაკვეთი 2023 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.