

დღეს, 27 თებერვალს, 18:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფინალი გაიმართება. ზამთრის სერიის ფინალში დავით ჩადუნელის ექვსეული იასპარეზებს.
ეს ინტელექტუალური თამაში ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით 2022 წლის შემოდგომაზე განახლდა. შემოდგომის სერიის გამარჯვებული გივი კურტანიძის ექვსეული გახად, ხოლო ამ სერიის მოაზროვნედ თამარ ფცქიალაძე დასახელდა.
2023 წლის ზამთრის სერიაში გივი კურტანიძის, დავით ჩადუნელის, სპარტაკ ლაცაბიძისა და ვერა ოდიკაძის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალის საგზური საუკეთესო შედეგის მქონე დავით ჩადუნელის გუნდმა მოიპოვა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ