
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერი, განმეორებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის 14 ოქტომბერს 87 445 490 ლარზე გამოაცხადა. მშენებელი კომპანიებისგან წინადადებების მიღება 13 დეკემბერს დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, ამ დროისათვის, ვერ გვიკონკრეტებენ თარიღს, თუ როდის გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული. ამ უწყებიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ტენდერში მონაწილე ხუთი კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
ათეული წლებია, ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა უგზოობით დატანჯულია. ამ გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში აზერბაიჯანულმა „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდმა“ დაიწყო და სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაესრულებინა.
ფოტოზე: საავტომობილო გზა წიფაში
ამავე თემაზე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ