

ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებთან ერთად აღნიშნეს.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან და მასწავლებელ ნინო ლოლაძესთან ერთად „ძველი აღთქმიდან“ რამდენიმე თავი წაიკითხეს.
„სასწავლო წლის დასაწყისში კლასში მკითხველთა კლუბი ჩამოვაყალიბეთ, – ამბობს მასწავლებელი ნინო ლოლაძე, – ყოველ ოთხშაბათს ვკითხულობთ იმ ნაწარმოებს, რომელზეც „ჟანრების ბორბალი“ გაჩერდება. დღეს ბიბლიური ნაწარმოებების წაკითხვამ მოგვიწია. ამიტომ საბავშვო ბიბლიის კითხვა დავიწყეთ. კარგია, რომ ჩვენი დღევანდელი აქტივობა წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს დაემთხვა.
მოსწავლეები დამპირდნენ, რომ ამ წიგნის კითხვას სახლში გააგრძელებენ“.
ამავე თემაზე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.