

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში ხარაგაულიდან 70 მოსწავლე გადავიდა.
მათგან, ქართულში – 7 მოსწავლე, ისტორიაში – 18, მათემატიკაში – 2, ქიმიაში – 6, გეოგრაფიაში- 20, ბიოლოგიაში – 8, ინგლისურში- 5, რუსულში -2, გერმანულში – 1, რუსულში – 1.
ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტური სკოლებში ელექტრონულად ჩატარდა.
პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).
ოლიმპიადის მეორე ტური ზამთრის არდადეგებზე გაიმართება. პირველ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიღებულ ტესტებზე მოუწევთ მუშაობა.
ოლიმპიადის მეორე ტური, სავარაუდოდ, ხარაგაულის #2 სკოლაში ჩატარდება.
ფოტოზე: ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ვერტყვიჭალის სკოლაში
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ