

თვეზე მეტია, რისკჯგუფებისთვის საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 2 ათასი დოზა ვაქცინა მიიღეს. ეს ვაქცინები ხარაგაულის საავადმყოფოსა და სოფლის ამბულატორიებს გადასცეს.
„პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ამ ვაქცინების 72% გახარჯულია, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – რისკჯგუფებში მყოფმა, აცრის მსურველმა მოქალაქეებმა საავადმყოფოსა და ამბულატორიას თავისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარუდგინონ.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ეკუთვნით დიაბეტის მქონე პირებს; დიალიზზე მყოფ პირებს; C ჰეპატიტის მქონე მკურნალობაზე მყოფ პირებს; აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებს; ორსულებს; 60 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულებს; პედაგოგებს; საბავშვო ბაღების თანამშრომლებს; ექიმებს, ვეტერინარებსა და სხვ.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის სხვა მსურველებმა კომერციული სერვისითა და კერძო კლინიკების საშუალებით უნდა ისარგებლონ.
ამავე თემაზე
გრიპის ვაქცინაცია რიკსჯგუფებისთვის უსაფრთხო და აუცილებელია – გოჩა გიორგიძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.