

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ზედა ვახანიდან ვახანისწყლის მიმართულებით მგზავრობის თანადაფინანსებისთვის ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
პირველი ტენდერი, რომელიც 2700 ლარზე იყო გამოცხადებული, არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა მომწოდებელმა არ მიიღო.
ხელახალი ტენდერი 2340 ლარზეა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებული მოსახლეობას კვირაში სამი დღე – ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს უნდა მოემსახუროს და დღეში ორი სვლაგეზი უნდა შეასრულოს.
ვახანიდან ვახანისწყლამდე მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება, ხოლო ვახანისწყლიდან ზედა ვახანამდე 1 ლარი.
ტენდერში გამარჯვებული მოსახლეობას ყოველკვირეულად 2022 წლის 30 დეკემბრამდე უნდა მოემსახუროს.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ