

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეს, 11 აგვისტოს, კორონავირუსის შვიდიახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ. ინფიცირებულებიდან 4 პირი დ. ხარაგაულში ცხოვრობს. თითო-თითო ინფიცირებულია ლაშეში, ჩრდილსა და საქასრიაში. ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსით 34 პირი ავად. 41 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 11 აგვისტომდე covid-19-ის 5511 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5428 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ ინფიცირებულტა რიცხვი ყოველდღურად იზრდება, თუმცა დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს. ივლისსა და აგვისტოში ხარაგაულში ინფიცირებულთაგან ჰოსპიტალიზაცია არავის დასჭირვებია.
სპეციალისტები ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას გვირჩევენ.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ