

ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით, მომავალი კვირიდან, საგარეუბნო მატარებლით გადადგილებას მგზავრებიც შეძლებენ.
რკინიგზელთა მატარებელს ერთი ვაგონი დაემატება. ამ მატარებლის მიმოსვლის განრიგი ასეთია:
მგზავრებისთვის ვაგონის დამატების შესახებ ეს გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზამ“ დღეს მიიღო.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მისი ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებები „საქართველოს რკინიგზასთან“, მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდა.
„რამდენჯერმე შევხვდი „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობას, მთავრობის წარმომადგენლებს, – ამბობს პაატა კვიჟინაძე, – დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ მგზავრები იქნებიან, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზელთა ვაგონს ერთი ვაგონი სხვა მგზავრებისთვისაც დაემატება.
მომავალ კვირაში ზუსტად რომელი დღიდან დაემატება მგზავრებისთვის ვაგონი, ჯერ არ ვიცით. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი“.
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით ხელსაყრელ დროს მგზავრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია.
მოსახლეობა ამ დრომდე ასევე ქუთაისი-თბილისის მატარებლის დანიშვნას ითხოვს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
მოსახლეობა შუადღის „მასტერაოსა“ და ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენას ითხოვს
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.