

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხევის სკოლაში მეორე კლასი, ხოლო ბორის სკოლაში მეათე კლასი სწავლას დღეიდან ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
ამის მიზეზი მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირებაა.
„მეათე კლასის მოსწავლეს სიმპტომები ორშაბათ ღამით გამოვლენია, – ამბობს ბორის სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე, – ტესტი კორონავირუსზე ზესტაფონში გაიკეთა. ინფიცირებულია მისი მამაც.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან კონსულტაციით გადავწყვიტეთ, რომ მეათე კლასში მომდევნო 12 დღის განმავლობაში ონლაინ სწავლებაზე გადავიდეთ“.
„კორონავირუსი მეორეკლასელის პატარა ძმასაც დაუდასტურდა, რომელიც სკოლაში ჯერ არ დადის, – ამბობს ხევის სკოლის დირექტორი მერი ხადილაშვილი, – სხვებს აქვთ თუ არა კოვიდი ოჯახში, ვერ გეტყვით“.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ