

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მასწავლებლებისთვის გაკეთებული ყველა სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია. PCR ტესტის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ხარაგაულში, covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე, სულ კორონავირუსის 562 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთაგან 541 გამოჯანმრთელდა, 13 პირი გარდაიცვალა.
აქტიური შემთხვევებიდან ორი დაავადებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს.
ხვალ, 8 აპრილს, ხარაგაულის ჯანდაცვის ექიმები კორონავირუსზე ტესტირებას ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარებენ.
საბავშვო ბაღების მასწავლებლების ტესტირების მორიგი ეტაპი ორშაბათს, 12 აპრილს, დაიწყება.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„ძვირფასო ხარაგაულელებო, ნუ დაგვავიწყდება გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის დღეები. იგივე რომ არ განმეორდეს, გთხოვთ მაქსიმალურად გამოიყენეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია, მოერიდეთ მასობრივ თავყრილობებს და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს,“ – ამბობს ნინო ყიფშიძე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან