

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დღეიდან, 25 თებერვლიდან,მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირებას იწყებს.
ექიმ ნინო ყიფშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს და ხვალ ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღების თანამშრომლები გაიტესტებიან, შემდგომ დღეებში კი – დანარჩენი საბავშვო ბაღების.
საბავშვო ბაღების ფუნქციონირება, საქართველოს მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან განახლდება.
ბაღების გახსნის წინაპირობა ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირება იქნება.
ხარაგაულში საბავშვო ბაღები მუშაობას ეტაპობრივად შეუდგებიან.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან