

დღეს, 17 ნოემბერს, ხარაგაულში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
covid-19 ტესტირებით გამოუვლინდა ხიდარში მცხოვრებ ქალს.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირების მომენტიდან დღემდე ამ ვირუსით სულ 64 ადამიანი დაავადდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ შმაგი ხიჯაკაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მათგან 11 პირი უკვე გამოჯანმრთელებულია. ამჟამად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 135 მოქალაქე იმყოფება.
ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და ხარაგაულის კოვიდცენტრის თანამშრომელთა ტესტირების ყველა შედეგი კოვიდუარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თერთმეტი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში კი სასწავლო პროცესის განახლება 24 ნოემბრამდე გადაიდო.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან