

ოსტატის თვალით
ერთმა საღანძილელმა, ფული რომ ეშოვა, დაიჩემა, ბუხრის აშენება ვისწავლეო. როგორც იქნა, გააბრიყვა შორს მცხოვრები მეზობელი, რომ მისთვის ბუხარი აეშენებინა. სამ დღეში მართლა აუშენა. მასპინძელმა ბუხარში ცეცხლი შეანთო. სუფრაც იქვე გაშალა სავახშმოდ. ის იყო უნდა დაელოცათ ბუხარი, რომ ცეცხლი რაღაც უცნაურად აბრიალდა. ამშენებელმა იყვირა, – თავს უშველეთო. სუფრის გარშემო მსხდომნი გაიფანტნენ აქეთ-იქით. ორიოდ წამში ბუხარი ერთიანად ჩამოფხავდა.
უმარცხოდ გადარჩენილმა მასპინძელმა შვებით წარმოთქვა, – რას ნიშნავს ოსტატის თვალი, არ გადაგვარჩინა ხიფათსო?!
ნაფიცი
სოფელ ბაბში ერთ გლეხს მოუნდომებია მეზობლის ადგილის მითვისება. საქმე იქამდე მისულა, რომ დავაში მთელი სოფელი ჩარეულა. სოფლის თავკაცებს გადაუწყვეტიათ, თუ მიწა მისი იყო, ხატზე ფიცით დაემტკიცებინა.
მიმთვისებელს ეშმაკობა უხმარია, ფეხსაცმელში თავისი კუთვნილი მიწა ჩაუყრია და ისე ჩაუცვამს. შემდეგ დამდგარა სადავო ადგილზე და დაუფიცია: „მე დავიმარხო ამ მიწაში, თუ ფეხები ჩემს მიწაზე არ მედგასო”. რადგან მაშინ ფიცის სჯეროდათ, ის ადგილი გლეხისთვის მიუკუთვნებიათ, რომლისთვისაც ნაფიცი შეურქმევიათ.
ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გამო საქართველოს ახალგაზრდა
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო