

ს/ს „საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა 15 ივნისიდან ვერ აღდგება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ საგარეუბნო მატარებლები მგზავრების გადაყვანას. „საქართველოს რკინიგზაში“ მატარებლების მუშაობის განახლებაში ხელისშემშლელ მიზეზებს არ განმარტავენ.
ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი, „მასტერაო“, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, ტრანსპორტირების ერთადერთი საშუალებაა.
შეწუხებული მოქალაქეები რედაქციაში გვიკავშირდებიან, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის აღდგენა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ მატარებლის აღდგენის მოთხოვნით მათ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილსაც მიმართეს.
„ამ დღეებში ტელეფონით დავუკავშირდები „საქართველოს რკინიგზას“ პასუხისმგებელ პირებს და მოსახლეობის მოთხოვნას გავაცნობ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მომავალ კვირაში კი პირადად შევხდები გენერალურ დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.
ჩემი აზრით, შესაძლოა, საგარეუბნო მატარებლის ვაგონებში ჰიგიენის წესების დაცვა უჭირთ და ამიტომ მგზავრთა გადაყვანისგან თავს იკავებენ. კეთილი ინებონ – ან ვაგონები მოაწესრიგონ, ან გამოცვალონ. მოსახლეობის ინტერესებს დავიცავ და მოვითხოვ, რომ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მატარებლის მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგეს.“
კორონავირუსის პანდემიის გამო სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა, მესამე თვეა, შეზღუდულია.
15 ივნისიდან საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობა აღდგება.
ნინო კაპანაძე
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის