

ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2020 წელს სკოლების სარეაბილიტაციოდ 410 ათასი ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერები შვიდ სკოლაში სველი წერტილების მოსაწყობად 403 570 ლარზე გამოაცხადა. სველი წერტილები ვაშლევის, წიფის, ვარძიის, ლაშის, ვახანის, ბაზალეთისა და ბორითის სკოლებში მოწესრიგდება. ტენდერებში მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციებისგან წინადადებები მიიღება დაწყებულია.
ვაშლევის სკოლის სველი წერტილის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 37 878 ლარზეა გამოცხადებული, წიფის სკოლისთვის – 36 257 ლარზე, ვარძიის სკოლისთვის – 61 822 ლარზე, ლაშის სკოლისთვის – 53 100 ლარზე,
ვახანის სკოლის საპირფარეშოს მშენებლობისთვის 53 382 ლარი განისაზღვრა, ბაზალეთის სკოლაში საპირფარეშოსა და განათების ქსელის რეაბილიტაციისთვის – 59 428 ლარი.
ბორითის სკოლაში უნდა მოეწყოს სსმ პირებისათვის ადაპტირებული გარემო და სველი წერტილი. ამ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი 101 703 ლარზე გამოცხადდა.
ყველა სკოლაში სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ფოტოზე: ბორითის საჯარო სკოლა.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის