

ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მგზავრობის გაძვირების რეალური საფუძველი არ არსებობს.
თუმცა, დავით ხარაძე ამბობს, რომ თბილისის დიდუბის ავტოსადგურიდან დაუკავშირდნენ და ხარაგაული-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფის, სავარაუდოდ, 2 ლარით გაძვირებაზე ესაუბრენ.
ხარაგაული-თბილისის, ლეღვანი-თბილისისა და კიცხი-თბილისის მიკროვატობუსების მძღოლები მამუკა მაღლაფერიძე, ჯონი არევაძე და გივი ღონღაძე ამბობენ, რომ მგზავრობის ღირებულების შესახებ ინფორმაცია ორშაბათს, თბილისში ჩასვლის შემდეგ ეცოდინებათ.
ისინი მზად არიან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილებისთვის დაწესებული რეგულაციები დაიცვან.
კერძოდ,
სავალდებულოა მიკროავტობუსებს ავტოსადგურიდან გასვლამდე
ტრანსპორტში აკრძალულია
კიცხი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი ადასტურებს, რომ მგზავრობის გაძვირებაზე თბილისის ავტოსადგურიდან მასაც ესაუბრენ.
ამ დროისთვის ხარაგაულიდან და ხარაგაულის სოფლებიდან თბილისამდე მგზავრობა 10 ლარი ღირს, ხარაგაულიდან ქუთაისამდე – 4 ლარი, ზესტაფონამდე – 2 ლარი, ხოლო ტყიბულამდე – 5 ლარი.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან აიკრძალა, 8 ივნისიდან აღდგება.
ნინო კაპანაძე
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის