

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადები ისე უნდა იყოს მობილიზებული და გაკონტროლებული, რომ ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით მგზავრები რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელია. შესაძლოა, ტრანსპორტში პირბადის გარეშე ყოფნისთვის სანქცია დაწესდეს. თუმცა, ყველაზე დიდი სანქცია, – ავტობუსში ვართ თუ მეტროში, – ჩვენი ურთიერთკონტროლი უნდა იყოს. ბევრი რამ თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული.
ჩვენ უნდა გადავლახოთ ის ბარიერი, როდესაც გვერცხვინებოდა თუ გვეუხერხულებოდა სხვისთვის შენიშვნის მიცემა, როცა ნიღაბი არ უკეთია ან – არასწორად უკეთია.
კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას ვსწავლობთ და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი თანამგზავრი და ატრიბუტი იქნება.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის