

29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში, შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 27-31 გრადუსამდე ტემპერატურა, მთიან რაიონებში 26-310C, ხოლო მაღალ მთაში 22-დან 270C-მდე. ხვალისთვის კი დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაახლოებით 10 გრადუსიანი კლებაა მოსალოდნელი.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის