

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესი იწყება.
პროცესი რიგი სახეობების გადაშენების რისკების შეფასებას ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სტანდარტების მიხედვით გულისხმობს.
პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით.
წითელი ნუსხა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში პრიორიტეტების განსაზღვრისათვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის გადაშენების რისკის რეალურ დონეს ასახავდეს.
„საქართველოს დღეს არსებული წითელი ნუსხა უკვე საკმაოდ მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. ეს კი, დღეისთვის დაგროვილ სამეცნიერო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადაშენების რისკების შეფასებას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე პროცესის შედეგად იგეგმება ბიომრავალფეროვნების შესახებ არსებული ინფორმაციის თავმოყრა და მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები:
.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის