

25 მაისის მონაცემებით საქართველოში სულ 731 covid-19-ით ინფიცირებული პაციენტი ფიქსირდება. დღეს ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ამ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტია საკარანტინო სივრციდან.
რა შეეხება გამო გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევების 70%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია.
stopcov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა ზუსტი რაოდენობა სულ 526 ადამიანს აღწევს, კარანტინის რეჟიმში 3076 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 ადამინია მოთავსებული.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის