

ძირულა-ხარაგაული-მოლითის საავტომობილო გზაზე ამჟამად საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები და, გარკვეულ მონაკვეთებზე, ასფალტ-ბეტონის საფარი კეთდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოების დასრულება 2020 წლის სექტემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. გზის ამ მონაკვეთს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აშენებს.
საავტომობილო გზის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის მონაკვეთზე კი წყალგამტარი მილები კეთდება და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ აწარმოებს.
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: გზის მშენებელობა დ. ხარაგაულში
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის