

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას – 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის