

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა მიერ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, სლოგანი „დარჩი სახლში“ სამომავლოდ უნდა შევცვალოთ მოწოდებით – „ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად“.
მათივე თქმით, სოციალური დისტანცირება და ხელების განსაკუთრებული დეზინფექციის პრინციპი დიდხანს დარჩება ჩვენს რეალობაში.
„ჩვენ უნდა შევძლოთ კორონა ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ეს უნდა მოხდეს, პირველ რიგში, წესების დაცვით.
უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები. უნდა დავიცვათ „ოქროს ბალანსი“ – ერთის მხრივ, შეძლება გვქონდეს ახალი ინფიცირების შემთხვევები და მეორეს მხრივ – ეს დაბალანსებული უნდა იყოს სხვადასხვა ჯანდაცვითი ღონისძებებით, – აღნიშნა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში