

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევის ბრუისის უბნის მოსახლეობა დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, სოფელ ბრუისის დარეგისტრირების მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
„ბრუისის უბანი ტერიტორიულად ღარიხევისგან იზოლირებულია, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამის გამო მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პროექტებით, ხშირ შემთხვევაში, ვერ სარგებლობს. ბრუისი ცალკე სოფლად მოიხსენიებოდა მიწის რეფორმის პერიოდში. ეს მოსახლეობაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება. ბრუისი სოფლის სტატუსით ფიქსირდება 2008 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილ საარჩევნო საზღვრებში. ბრუსისთვის სოფლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს სოფელში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების ეფექტურ განხორციელებას, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ბრუისი, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, 78-ე სოფელი იქნება. 2019 წლის აგვისტოში ბორითის თემის ციხისძირის უბანს სოფლის სტატუსი მიენიჭა.

დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა