

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, 21-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ბავარიის ფედერალური მიწის პარლამენტში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ზრდასრულთა განათლების ცენტრებში. შეხვედრებზე გაეცნობიან გერმანული ზრდასრულთა განათლების ცენტრის, მათ საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გამოცდილებას; პარლამენტში ზრდასრულთა განათლების შესახებ კანონზე მუშაობის დეტალებს.
ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და დაფინანსებით ამოქმედდა.

4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას