

ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაიცვან ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.
ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები.
QR კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება.
ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე.
ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან – თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას; ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაიცვან ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების […]
ამ წუთებში, ხარაგაულის სოფელ ფარცხნალში, ტრადიციული
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის
სოციალური ქსელები გლობალური
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნეს