

დღეს მეთორმეტე კლასელებისათვის სწავლის დასრულების მაუწყებელი „ბოლო ზარი“ დაირეკა. ხარაგაულში სწავლა 174-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა სკოლაში ტრადიციული ღონისძიებები გაიმართა. იყო მხიარული ვიდეოები, რომლებიც სკოლაში კურსდამთავრებულების პირველ ნაბიჯებს ასახავდა, სახალისო სკეტჩები და მოსწავლეების თვალით დანახული სკოლის ცხოვრება.
ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ერთი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული თანაკლასელები – ალეკო ავალიშვილი და შოთა ჭიპაშვილი.
მეთორმეტე კლასელები ტრადიციულად მიესალმენ საბავშვო ბაღის იმ აღსაზრდელებს, რომლებიც სექტემბერში პირველად შეაღებენ სკოლის კარებს.
დაბა ხარაგაულში მოქმედი სკოლების კურსდამთავრებულებმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით ხარაგაულის საფეხბურთო სტადიონიდან თავიანთი სურვილებდაწერილი ბუშტები ცაში გაუშვეს.
ღონისძიებებზე მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების რთულ და საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს წევრებმა – დავით კიკნაძემ და პაატა გოგოლაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, ხრაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ხვედელიძემ, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ.
ბედნიერი და წარმატებული გზებით გევლოთ, ახალგაზრდებო! ჩვენს ქვეყანას თქვენი დიდი იმედი აქვს.
თამთა გოგოლაძე


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში