

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს, 5 აპრილს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისა და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ხარაგაულელ სპორტის ვეტერან მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა.
ივანე ღონღაძე, ღუტუ ღონღაძე, ჯამბულ ბანცაძე, ზაალ მესხი, მერაბ იჩქიტიძე, გიგა ბერაძე, ჟორა მაჩიტაძე, მარლენ გრიგალაშვილი, ანზორ მაღრაძე, ნაზიბროლა სებისკვერაძე, ზაზა მესხი, კოტე სახვაძე, სულიკო დონაძე, თამაზ შარიქაძე, სოსო აბაშიძე, რამდენიმე ათეული წელია, ხარაგაულელი მოსწავლეების ფიზიკურ აღზრდას ემსახურებიან.
ვეტერანების მონაწილეობით სპორტულ დარბაზში მაგიდის ჩოგბურთის, მკლავჭიდის, კალათბურთისა და ფეხბურთის ამხანაგური შეხვედრები გაიმართა. სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ქართული ჭიდაობის მწვრთნელ რევაზ შერგელაშვილის მოსწავლეებმა სტუმრებისთვის საჩვენებელი შეჯიბრება გამართეს.
ვეტერან მასწავლებლებს მიესალმნენ, მხნეობა და მრავალი თაობის აღზრდა უსურვეს ხარაგაულის მერის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძემ, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის უფროსმა გრიგოლ ჭიპაშვილმა, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ.
ვეტერან მასწავლებლებს სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
6 აპრილი – სპორტის საერთაშორისო დღე – მშვიდობისა და განვითარებისთვის გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 2013 წლის 23 აგვისტოს დაადგინა.
თამთა გოგოლაძე


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში