

14 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, დაბა ხარაგაულისა და მიმდებარე სოფელების მოსახლეობას, ასევე ორგანიზაციებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერის, ლევან აბაშიძის, ინფორმაციით, სოფელ ლაშეში, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში, ბუნებრივი აირის მაგისტრალი დაზიანდა.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ლევან აბაშიძის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მოწოდება გვიან ღამით აღდგება.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ ბუნებრივი აირის ონკანები დაკეტონ და მოწოდების აღდგენისას ყურადღება გამოიჩინონ.
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს: