

ხარაგაულში მუნიციპალური ააიპ-ების შეერთება დასრულდა. მერიის ადმინისტრაციის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საჯარო რეესტრში გადააგზავნეს დოკუმენტაცია სამი ახალი ააიპ-ის დაფუძნების შესახებ.
ეს ახალი ააიპ-ებია:
ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ძველი სამართლებრივი ფორმით ანუ ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ააიპ-ებად გააგრძელებენ საქმიანობას სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, მოსწავლეთა სახლი და სამუსიკო სკოლა. მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის მიხედვით, ეს სამი ააიპ-ი უნდა გაერთიანებულიყო.
ინგა ლურსმანაშვილის განმარტებით, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება რეორგანიზაციის პროცესს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით“ დაგეგმილი რეფორმების გამო გამოეთიშა. ამიტომ მოსწავლეთა სახლი და სამუსიკო სკოლაც რეორგანიზაციის პროცესის მიღმა დარჩნენ.
სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაირკვევა, ვინ დაინიშნება ხარაგაულში სამი ახალი ააიპ-ის დირექტორად.
„შესაძლოა, დღის ბოლომდე ააიპ-ების ახალი დირექტორები დაინიშნონ, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – ვამზადებ დოკუმენტაციას საჯარო რეესტრში გადასაგზავნად. ამ ეტაპამდე საჯარო რეესტრიდან და შემოსავლების სამსახურიდან შენიშვნა არ მიგვიღია.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში