

მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალური ააიპ-ების შეერთებაზე საკრებულოსგან თანხმობა მიიღო, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს ააიპ-ების ქონების აღრიცხვა დაევალა.
ეს ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროს ინგალურსმანაშვილისგან მოვიპოვეთ:
„ააიპ-ების ხელმძღვანელებმა მერიას კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს, ხოლო თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. თუ რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირდა, ააიპ-ების შერწყმის პროცესი საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში დასრულდება. ამის შემდეგ შემუშავდება ახალი წესდება, დაინიშნებიან შერწყმული ააიპ-ების ახალი დირექტორები, რომლებიც ახალ წესდებებს დაარეგისტრირებენ საჯარო რეესტრში. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები, „შრომის კოდექსის“ თანახმად, საკომპენსაციო თანხას მიიღებენ.“
ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ააიპ-ების რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში დასრულდება.
ფოტოზე: ააიპ „შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლა“
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს: