

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ხარაგაულის აბონენტებს სერვისცენტრმა ტელეფონებზე შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ 20 ოქტომბრის საღამოს 18:00 საათიდან ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად დაიწყება.
სერცისცენტრი აბონენტებს აფრთხილებს, რომ ბუნებრივი აირის დანადგარებს ყურადღება მიაქციონ.
ეს ინფორმაცია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერ ლევან აბაშიძესთან გადავამოწმეთ.
ლევან აბაშიძემ გვაცნობა, რომ ლაშეში, სადაც ბუნებრივი აირის მაგისტრალი დაზიანდა, ახლახან გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ის სატელეფონო შეტყობინების შესახებ ინფორმირებული არ არის და ხარაგაულში ბუნებრივი აირის მოწოდების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლმა გოგიტა დოღონაძემ სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ გზის გაფართოების დროს მთის ნაწილი ჩამოიშალა და ახლა გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,