

ხარაგაულსა და მის მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ საღამოს შეუწყდა.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან აბაშიძის, ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მაგისტრალი ლაშეში, მდინარე ჩხერიმელას მიერ გზის სავალი ნაწილის წაღების გამო დაზიანდა.
„ადგილზე მობილიზებულნი არიან საგზაო დეპარტამენტისა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის სერვისცენტრის წარმომადგენლები. ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი მაგისტრალი უნდა გაიჭრას და დაზიანებული მონაკვეთი შეკეთდეს. როდის აღუდგება ბუნებრივი აირის მიწოდება ხარაგაულის მოსახლეობას, ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – ამბობს ლევან აბაშიძე.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის