

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებისგან საჩუქარი მიიღო.
„საოცარი საჩუქარი მივიღე დღეს ჩვენი ლატვიელი მეგობრებისგან, – ამბობს თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – ჩვენი სპექტაკლის, „დარისპანის გასაჭირის“ ჩანაწერი დისკებზე, ფესტივალის მსვლელობა და სიყვარულით სავსე წერილი.
ლიმბაჟის თეატრის მსახიობი იურის ბებრისში გვწერს: „ვფიქრობთ, ეს კადრები გაგახსენებთ კარგ მოგონებებს იმაზე, რაც ნახეთ ლიმბაჟში. ვუსურვებთ წარმატებებს თქვენს თეატრს და მსახიობებს.“
ხარაგაულის სახალხო თეატრი 2017 წლის 3-8 ივლისს ლიმბაჟში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში – „თამაშები სიამოვნებისთვის“ – ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, უკრაინისა და დანიის თეატრებთან ერთად მონაწილეობდა.
ხარაგაულის სახალხო თეატრი ლიმბაჟის თეატრალურ ფესტივალში წელს მესამედ მიიწვიეს, – პირველად – 1990 წელს, მეორედ – 2015 წელს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,