

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ პროექტის „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ გამოცხადებულ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში გაიმარჯვა.
საკონკურსო კომისიამ მომხმარებელთა უფლებებზე ჟურნალისტთა 41 მედია-ნამუშევარი განიხილა.
ნინომ ნომინაციაში „საუკეთესო ინტერნეტ მედია-ნამუშევარი“ გამარჯვებით დიპლომი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა მულტიმედია მასალისათვის „კაი ქალის ყველის“ იმედად ხარაგაულში“.
ის დღეს თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, რადგან ამ დილით, ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლთან ერთად, თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე, მივლინებით, გაემგზავრა.
დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი