

ბორის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა.
ხარაგაულის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის, უჩა ცხადაძის, ინფორმაციით, რეგიონულ ტურში იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფინალურ შეხვედრაში ბორის სკოლის გოგონათა გუნდმა ზესტაფონელ თანატოლებს სძლიეს.
6 მაისს ბადმინტონის რეგიონულ ტურში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გოგონათა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებმა მეორე ადგილი დაიკავეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, უკვე მეორე წელია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ