

მეთხუთმეტე წელია, რაც ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე ხარაგაულში, შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, მთა რკინისჯვარზე აღინიშნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის, ბერიკა თურმანიძის, ინფორმაციით, ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსვლელობა 11 მაისს თბილისიდან დაიწყება.
გასულ წელს ანდრიაობის მონაწილეთა მიერ გადაღებული ვიდეოკადრებით ხარაგაულელმა კინორეჟისორმა და დოკუმენტალისტმა რამაზ ბლუაშვილმა ვიდეო კლიპი მოამზადა.
პირველ საუკუნეში აჭარიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალმა, საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად მობრძანებულმა ქრისტეს მოციქულმა, ანდრია პირველწოდებულმა, მთაზე ჯვარი აღმართა. სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ მთას რკინისჯვარს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ბევრ სერვისზე
დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო